გვერდი იტვირთება. გთხოვთ დაელოდოთ...

 
   


უმაღლესი განათლების მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს „ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს აკრედიტაციის სისტემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხის მართვის (უზრუნველყოფის) სამსახურების ამოქმედებას“. (საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 3, პუნქტი2დ )

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობენ აგრეთვე ამ დაწესებულების სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
(საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 25, პუნქტი 1 )

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად.
(საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 25, პუნქტი 2 )

სიახლეები


პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!
რსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რსუ-ს რექტორის 2009 წლის 30 ოქტომბრის № 1-53 ბრძანებისა და რსუ-ს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 03 ივნისის № 55 დადგენილების შესაბამისად, ახორციელებს სასწავლო პროცესის შფასებას, რსუ-ში დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. [ დანართი 1,    დანართი 2 ]


დეპარტამენტის ხელმძღვანელთა საყურადღებოდ!
მიმდინარეობს მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტიზა. გთხოვთ უზრუნველყოთ თქვენდამი დაქვემდებარებულ დეპარტამენტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამებისა და შესაბამისი სილაბუსების განთავსება ვებ.გვერდზე.